„უარყოფითი რიცხვები“

„უარყოფითი რიცხვები“ – საოკუპაციო ხაზთან, სოფელ მერეთში უტა ბერიას ფილმის ჩვენება გაიმართა. ღონისძიება პროექტის „ზაფხულის კინოსკოლის“ ფარგლებში შედგა. ჩვენებას რეჟისორი უტა ბერია ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელთან – თედო ბექაურთან ერთად დაესწრო.

„უარყოფითი რიცხვები“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. სურათი არასრულწლოვან ვაჟთა კოლონიაში განვითარებული მოვლენების შესახებ მოგვითხრობს. ფილმის მთავარ გმირს მოპოვებულ ავტორიტეტსა და შინაგან თავისუფლებას შორის არჩევანის გაკეთება უწევს.