უარი საგამოძიებო კომისიაში ჩართვაზე

ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობას არ აპირებენ. „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას თქმით, არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ერთიანად არის თავმოყრილი დოკუმენტაციაში და ის ყველა მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი, კომისიას, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია ამ დოკუმენტებს   თავად გაეცნოს.

„ევროპულ საქართველოში“ კი ამბობენ, რომ გაყალბების ფაქტები არსებობს, თუმცა საგამოძიებო კომისიას უნდობლობას  უცხადებენ. კომისიისთვის კონკრეტული ფაქტების წარდგენის აუცილებლობაზე საუბრობენ პარტია „მოქალაქეები”. მმართველი გუნდი ოპონენტებს დარღვევების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.