უარი მანდატზე – ვიქტორ ორბანის გადაწყვეტილება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი უარს ამბობს საპარლამენტო მანდატზე, თუმცა მზად არის, კვლავ უხელმძღვანელოს „ფიდესს“, თუ პარტიის ყრილობაზე მხარს დაუჭერენ. როგორც ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, პოლიტიკურმა ძალამ გადაწყვიტა „რადიკალური რეფორმირება“ იმ საპარლამენტო ფრაქციის, რომელიც ორშაბათს ჩამოყალიბდება. მისივე თქმით, მომდევნო კვირას პარტია ეროვნულ სხდომას ჩაატარებს, ხელმძღვანელობის ასარჩევად ყრილობა კი ივნისისთვის გადაიდო. „პრეზიდიუმი მთავაზობს, გავაგრძელო ჩემი საქმიანობა „ფიდესის“ თავმჯდომარის რანგში და თუ ყრილობა ნდობას გამომიცხადებს, ამ პასუხისმგებლობისთვის მზად ვარ“, – აღნიშნა ორბანმა.