უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

16:14, 11.01.2018

დაკავება უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ერთი პირი აიყვანეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ქალაქ რუსთავში, დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლური სასმელის რეალიზაციას შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე  ახდენდა.

სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

მსგავსი