უაქციზო პროდუქციის შენახვა-გადაზიდვის ექვსი ფაქტი გამოვლინდა

ე.წ. ელექტროსიგარეტისთვის განკუთვნილი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ექვსი ფაქტი გამოავლინა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა. მათი ინფორმაციით, თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 2 397 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი და ე.წ. ელექტროსიგარეტისთვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმი.

ამოღებული უაქციზო პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 33 000 ლარს აღემატება.