უამინდობით გამოწვეული პრობლემები
საქართველოში უამინდობაა. უხვმა ნალექმა თბილისის სხვადასხვა უბანში პრობლემები გამოიწვია. დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე წაქცეულია ელექტროგადამცემი ანძები და ხეები, რის გამოც გარკვეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო.
ასევე დაზიანებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა. დედაქალაქის მთავრობაში აცხადებენ, რომ პრობლემების აღმოსაფხვრელად 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ „თბილსსერვის ჯგუფი“ და მერიის შესაბამისი სამსახურები.