უამინდობით გამოწვეული პრობლემები რეგიონებში

15:17, 08.05.2022

უამინდობამ და უხვმა ნალექმა ქვეყნის რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. კახეთსა და დუშეთში სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დაზარალდა შიდა ქართლიც. სტიქიას ებრძვიან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში. დატბორილია 40-მდე საცხოვრებელი სახლის ეზო და სარდაფები. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.

ნინო ფისაძე მუშაობს ადგილზე და ამ დროისათვის არსებული ვითარების შესახებ „მოამბის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრებს.

მსგავსი