უამინდობით გამოწვეული პრობლემები რეგიონებში
თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა გარკვეული შეფერხებები შექმნა კახეთშიც. ყველა სახის ტრანსპორტისთვის შეზღუდულია გადაადგილება ვაზიანი- გომბორი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე. აღნიშნულ მონაკვეთზე ვითარებას საპატრულო ეკიპაჟები აკონტროლებენ. ქალაქ თელავში კი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი.
თოვლმა დააზიანა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, რის გამოც შეფერხებებია ელექტროენერგიის მომარაგების კუთხითაც. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ჯგუფები, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.