უამინდობით გამოწვეული პრობლემები

12:21, 01.03.2026

თბილისის შემოგარენსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის სავალი ნაწილები გახსნილი, მოძრაობა კი უსაფრთხოა. „თბილსერვის ჯგუფის“ განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მოსული უხვი ნალექის გამო, მერიის შესაბამისი სამსახურები უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ, რათა მოსახლეობას გზებზე გადაადგილებისას პრობლემები არ შეჰქმნოდა. ამ დროისთვის თბილისის შემოგარენში ისევ თოვს. შესაბამისად, მერიისა და გამგეობების სამსახურები მზადყოფნაში არიან, რომ საჭიროების შემთხვევაში გზებზე ტექნიკური მარილი დაყარონ.

მსგავსი