უამინდობით გამოწვეული პრობლემები თბილისსა და ქალაქის შემოგარენში
თბილისის სხვადასხვა რაიონში და ქალაქის შემოგარენში გზების თოვლისგან გაწმენდა გრძელდება. ბოლო ორი დღის განმავლობაში უხვი ნალექის გამო, მობილიზებულია შესაბამისი სპეცტექნიკა. იმისთვის, რომ არ შეფერხდეს საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობა, დედაქალაქსა და მის შემოგარენში ტექნიკური მარილით მუშავდება და იწმინდება გზები.
არსებულ მდგომარეობას 24-საათიან რეჟიმში მონიტორინგს უწევენ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა და შესაბამისი რაიონის გამგებლები. დედაქალაქის მერია მძღოლებს მოუწოდებს, მხოლოდ ზამთრის საბურავებით გადაადგილდნენ.