უამინდობისა და ზვავსაშიშროების გამო გზებზე დაწესებული შეზღუდვები უკვე მოხსნილია

საავტომობილო გზების დიდ ნაწილზე, უამინდობისა და ზვავსაშიშროების გამო დაწესებული შეზღუდვები, უკვე მოხსნილია. ნაქერალას უღელტეხილზე და კობი-გუდაურის მონაკვეთებზე გადაადგილება მხოლოდ მისაბმელიანი ავტომანქანებისთვისაა აკრძალული, სხვა სახის ტრანსპორტისთვის გადაადგილება ნებადართულია.

გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ მოძრაობის აღდგენა მოხერხდა ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილზე, სადაც გუშინ მეწყერული პროცესის გააქტიურების გამო, გადაადგილება აიკრძალა. ამ დროისთვის უკვე დაშვებულია მოძრაობა კალა- უშგულის მონაკვეთზეც.

სინოპტიკოსების ცნობით, 17 იანვრამდე აღმოსავლეთ საქართველოში თოვლია მოსალოდნელი, დასავლეთ რაიონებში კი წვიმაა ნავარაუდევი. 15 გრადუს ყინვას პროგნოზირებენ მაღალ მთაში.