უამინდობის შედეგები
დიდთოვლობა, ქარბუქი, ზღვის სანაპიროზე შტორმი – უამინდობამ დასავლეთ საქართველოში პრობლემები შექმნა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. ამ დროისთვის ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონების სოფლების ნაწილს. მოტეხილმა ხეებმა როგორც მაღალი, ისე დაბალი ძაბვის ელექტროქსელი დააზიანა. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ადგილზე იმყოფებიან კომპანიის დამატებითი ტექნიკური ბრიგადები. სამუშაოები პრობლემის სრულად აღმოფხვრამდე ენერგომომარაგების აღდგენამდე გაგრძელდება.