უამინდობის შედეგები ზუგდიდში

სტიქიით გამოწვეულ პრობლემებთან გამკლავებას ცდილობენ ზუგდიდშიც. 20-ზე მეტი კერძო სახლი, დევნილთა ოთხი საერთო საცხოვრებელი და ოთხი საჯარო სკოლა, ასევე განმუხურში მდებარე ამფითეატრი მნიშვნელოვნად დაზიანდა. ქარმა გაწყვიტა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც სოფლების დიდ ნაწილს, სამეგრელოში, დენი ისევ არ მიეწოდება.

რეგიონში აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. სტიქიამ მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები და გარე განათების ბოძები. მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს. ქალაქის მერიაში ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“. სამეგრელოში იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი. გიორგი გახარიას განცხადებით, სარემონტო სამუშაოები უახლოეს პერიოდში უნდა დაეწყოს.