უამინდობის შედეგები თბილისში

რთული ვითარება იყო დღეს დილით ვაკეში. ძლიერმა წვიმამ „პიქსელის“ წინ, მიწისქვეშა გადასასვლელი და იქ განთავსებული მაღაზიები დატბორა. ადგილზე მისულ მეპატრონეებს მაღაზიები დატბორილი დახვდათ. წყლის ამოტუმბვის სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოვაჭრეები ზარალზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ  რთულ ვითარებაში არიან.