უამინდობის შედეგები თბილისში

15:25, 01.03.2026

ქვეყანაში ორდღიანმა უამინდობამ და უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა თბილისის ზოგიერთ რაიონში. ვაკეში, სამ მისამართზე კედელი ჩამოიშალა, კეკელიძის ქუჩაზე კი, ფერდია ჩამოშლილი. ამ დროისთვის გამგეობამ უსაფრთხოების მიზნით, ქირით 9 ოჯახი გაიყვანეს, ქირით უზრუნველყოფა შესთავაზეს სხვა ოჯახებსაც.

ფერდის ჩამოშლის ადგილას ასევე მოეწყო დროებითი ღობეები. კედელი ასევე ჩამოიშალა ნაძალადევის რაიონშიც, სადაც დროებითი საცხოვრებლით 12 ოჯახი დაკმაყოფილდა. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ პროცესებს აკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან, ქირით სხვა ოჯახებიც უზრუნველყონ.

მსგავსი