უამინდობის შედეგები შიდა ქართლში

უხვი ნალექის შედეგად, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ძევერასა და შერთულში მდინარე ლიახვი კალაპოტიდან გადავიდა. მდინარის ადიდების შედეგად, დაიტბორა ხეხილის და ბოსტნეულის ბაღები. წყალმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზო და სარდაფიც დააზიანა. სოფლებში მდინარის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები.