უამინდობის გამო, შეფერხებებია აეროპორტში

გაუარესებული ამინდის გამო, ავიაკომპანია “ეარ ასტანამ” ალმათის მიმართულებით ფრენა გააუქმა. მგზავრებს განუცხადეს, რომ რეისი კვირისთვის გადაიდო. ხარჯებს ავიაკომპანია აანაზღაურებს.

ფრენა გააუქმა ასევე “თურქიშ ეარლაინსმა”,ჩაინა საუზენ ეარლაინსმა”. პირველ არხს აეროპორტში განუცხადეს, რომ სულ რამდენიმე რეისი გადაიდო.