უამინდობა – ვითარება გზებზე

18:01, 19.01.2026

უამინდობა და ინტენსიური თოვა ქვეყნის მასშტაბით.

უხვი ნალექის გამო ცენტრალურ გზებსა და მაგისტრალების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კოდა-ალგეთისა და აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთებზე, ნაქერალას უღელტეხილზე, საჩხერე-რაჭის გზაზე, ფარცხისი-თეთრიწყაროს გზაზე, მარნეული-თეთრიწყარო-წალკის გზაზე, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზის ოფიტარა-მელეს მონაკვეთზე, ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის ქორენიში-შოვის მონაკვეთზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე. ყველა სახის ავტომობილის გადაადგილება აკრძალულია ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე, ბათუმი-ახალციხის გზის კურორტი გოდერძის მონაკვეთზე, კორშა-შატილის მონაკვეთზე და უშგული-ლასდილის გზაზე.

მსგავსი