თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე ინტენსიურად თოვს – მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა ცენტრალური გზები. კოჯრის, წყნეთის, წავკისისა და წყნეთის დასახლებებში, ბეთანიისა და პანტიანის გზაზე ტექნიკური მარილი იყრება.
ამინდის პროგნოზის მიხედვით, შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვა ხვალ საღამომდე გაგრძელდება. მერია მოსახლეობას მოუწოდებს, უხვი ნალექის დროს ავტომანქანებით მხოლოდ ზამთრის საბურავებით გადაადგილდნენ.