უამინდობა საქართველოში - პროგნოზი და ექიმების რეკომენდაციები

არამდგრადი ამინდი და მეტეოროლოგიური პირობების ხშირი ცვალებადობით გართულებული ჯანმრთელობის პრობლემები – სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უამინდობა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ქვეყანაში ამ პერიოდისთვის ნაკლებად დამახასიათებელი ძლიერი და ხანგრძლივი ქარები ფიქსირდება, რაც მინიმუმ ერთი კვირა ისევ მოსალოდნელია. უფრო მეტიც, 9-10 აპრილს მაღალმთიან რეგიონებში ყინვას პროგნოზირებენ. არამდგრადი ამინდი, რომელიც თითოეულ ადამიანს დისკომფორტს უქმნის, მკვეთრად უარყოფითად აისახება მოსახლეობის იმ ნაწილზე, ვისაც რევმატიული, გულსისხლძარღვთა ან სხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს.

მოსალოდნელი ამინდი და ექიმების რეკომენდაციები  – ნახეთ ხატია ნეკაშვილის სიუჟეტში.