უამინდობა საქართველოში და შეზღუდვები გზებზე

უამინდობა საქართველოში და შეზღუდვები საავტომობილო გზებზე. დუშეთი-მლეთას მონაკვეთზე ათობით ავტომობილია გაჩერებული. მძღოლები მეორე დღეა, ღამეს მანქანებში ათევენ.

კობი-გუდაურის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოების დასაწყებად სპეციალისტების რეკომენდაციაა აუცილებელი, თუმცა, ზვავსაშიშროების გამო, ნებართვა ამ დრომდე არ გაცემულა. ცუდი ამინდისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აკრძალვები მოქმედებს ქვეყნის სხვა ავტომაგისტრალებზეც.

ვაკო ორმოცაძე დეტალებით.