უამინდობა საქართველოში

სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივ და თოვლიან ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მომდევნო ორი დღის  განმავლობაში ნულიდან პლუს ხუთ გრადუსამდე იქნება. რაც შეეხება თბილისს, მომდევნო დღეების განმავლობაში თბილისში კვლავ თოვლია მოსალოდნელი.