უამინდობა საქართველოში

სტიქია დასავლეთ საქართველოში. ძლიერმა ქარმა სამეგრელოს, იმერეთის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონები დააზარალა. დაზიანებულია სახლები, საჯარო დაწესებულებები, მოსახლეობა გაზისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. შეფერხებები იყო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც.

სტიქიის სალიკვიდაციო შტაბები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. აღდგენითი სამუშაოების პარალელურად, მიმდინარეობს ზარალის დათვლა.