მიმდინარე დღეებში დიდთოვლობა, ლიპყინული, ქარბუქი და ნისლია მოსალოდნელი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს.
21 თებერვლის ჩათვლით საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მთაში და მაღალ მთაში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ლიპყინულია საავტომობილო გზებზე.