უამინდობა საქართველოს რეგიონებში

უამინდობა საქართველოს რეგიონებში. ხულოს მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია, თუმცა უხვი ნალექის მიუხედავად, მუნიციპალიტეტს განსაკუთრებული პრობლემები არ შექმნია. მაღალმთიან სოფლებში მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებითაა შესაძლებელი. შეზღუდვებია დაწესებული კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზეც, ქარბუქისა და ინტენსიური თოვის გამო, სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა ორივე მიმართულებით აიკრძალა.

უხვი ნალექის გამო ჩაკეტილი იყო ნაქერალას უღელტეხილი, სადაც მოძრაობა დილითვე აღდგა. საქართველოს უმეტეს რეგიონში დღეს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან თოვლის სახით. სინოპტიკოსების თქმით, საქართველოში 4 მარტიდან გამოიდარებს.