უამინდობა რეგიონებში

18:30, 21.02.2025

უხვი ნალექის გამო რეგიონებში მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ კახეთში, ქობულეთში, ოზურგეთში, ლანჩხუთში და ჩოხატაურში. დიდთოვლობამ დენის ქსელები დააზიანა. შეზღუდვებია სოფლების ნაწილში. რაიონულ ცენტრებს კი ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება.

მსგავსი