უამინდობა რეგიოებში - ვითარება ბათუმში

ბათუმში მთელი ღამის განმავლობაში და ამ დრომდე ინტენსიურად იწმინდება სანიაღვრე ჭები, ცხაურები და ზღვაში გამსვლელი არხები. ამ ეტაპისთვის ქუჩების დატბორვა არ ფიქსირდება. წყალმომარაგება სრულად აღდგენილია, გარდა გოდერძი ჩოხელის ქუჩაზე მცხოვრები აბონენტებისა. აღნიშნულ ლოკაციაზე წყლის მიწოდება 16:00 საათისთვის აღდგება. აღნიშნული შეზღუდვა არ უკავშირდება უამინდობას. ფიროსმანის ქუჩა უკვე გათავისუფლდა დაზიანებული ფასადის კონსტრუქციებისგან. ბათუმის ცენტრალურ პარკში ხე-მცენარეების გამაგრება და ტოტების გატანა განხორციელდა. „ბათუმის ბულვარის“ მიერ უკვე მიმდინარეობს პრომენადის დასუფთავება და აღდგენის სამუშაოები. მობილიზებულია სპეც-ტექნიკა და ყველა შესაბამისი სამსახური. შეუფერხებლად მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები.