უამინდობა გორში

ძლიერმა ქარმა გორში რამდენიმე კორპუსს სახურავი ახადა. წაქცეულია ხეები, დაზიანებულია რამდენიმე ავტომანქანა. ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ, რომ გზის სავალი ნაწილი გაწმინდონ. გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამ დროისთვის ორთაშენსა და ამალახვრის ქუჩებზე მოძრაობა აღდგენილია. მიმდინარეობს გზის სრული გაწმენდა მოტეხილი ხეებისგან.