უამინდობა და შეზღუდვები გზებზე

უამინდობამ საქართველოში პრობლემები შექმნა.

დიდითოვლობის გამო ქვეყნის მასშტაბით გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აკრძალულია, ცალკეულ შემთხვევებში კი გადაადგილების სპეციალური რეჟიმები მოქმედებს. გზის გაწმენდით სამშაოებში დილიდან ჩართული არიან შესაბამისი სამსახურები და სპეც-ტექნიკა. არ არის გამორიცხული, შეზღუდვები გზებზე რამდენმე დღის განმავლობაში შენარჩუნდეს. სინოპტიკოსები უამინდობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 8 თებერვლამდე პროგნოზირებენ.