უამინდობა აშშ-სა და ევროპაში 

21:37, 26.01.2026

ათზე მეტი გარდაცვლილი, ათასობით გაუქმებული რეისი და მილიონზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე – ამერიკის შეერთებულ შტატებში უამინდობისგან გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან.

ინტენსიურ თოვლს თან ახლავს ძლიერი ქარი, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს. დიდთოვლობა და ყინვაა დედაქალაქ ვაშინგტონსა და მეგაპოლის ნიუ-იორკშიც. ქალაქებში გადაადგილება გართულებულია. აქტიურად იწმინდება გზები. დაკეტილია სკოლები,   საგანმათლებლო დაწესებულებები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანეს. სინოპტიკოსების პროგნოზი არც თუ ისე დამაიმედებელია, შტატებში თოვლი წვიმა, ქარი და ძლიერი ყინვა მთელი კვირის განმავლობაშია ნავარაუდევი. არქტიკულ ალყაში ჯამში 30-მდე შტატი უნდა მოექცეს. რთულია ვითარება კანადაშიც, ანომალიური ყინვის გამო ქვეყნის რამდენიმე რეგიონში განგაშის ნარინჯისფერი ნიშნული გამოცხადდა.

მსგავსი