უამინდობა აჭარაში – სალიკვიდაციო სამუშაოები
აჭარაში დილიდან საავტომობილო გზები ინტენსიურად იწმინდება. სოფლებში მობილიზებულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა და ადამიანური რესურსი. ამ ეტაპზე ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზები.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, მხოლოდ მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებითა და ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით გადაადგილდნენ და საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენონ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები. აჭარის მაღალმთიანეთში სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება ამ დროისთვის შეზღუდულია.