ბათუმის ბულვარის მიმდებარე სანაპირო ზოლის გაწმენდის და აღდგენის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროცესში სპეცტექნიკა, ბათუმის ბულვარის და სანდასუფთავების მობილური ჯგუფები არიან ჩართულები. ბათუმში განვითარებული უამინდობისა და ზღვაზე 7-ბალიანი შტორმული ვითარების შედეგად, ბულვარის სანაპიროს პრომენადი ქვაღორღით დაიფარა. ცალკეულ ლოკაციებზე აღინიშნებოდა დატბორვა და ინფრასტრუქტურის დაზიანებები. თუმცა, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი ზარალი არ გამოვლენილა.