უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, პური გაიაფდეს. ამის შესახებ განცხადება პურის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ გააკეთა. საუბარია ფასის საშუალოდ ათი თეთრით კლებაზე. მიზეზი ბაზარზე ხორბლისა და ფქვილის გაიაფებაა. თუ აგვისტოს დასაწყისში ერთი ტომარა უმაღლესი ხარისხის ფქვილის ფასი 85 ლარი იყო, დღეს ეს ფასი 76 ლარამდეა შემცირებული. მწარმოებლები ამბობენ, რომ შესაძლოა, მაღაზიებმა ეს კლება დახლებზე არ ასახონ. ამის გამო, ისინი შესაბამისი სტრუქტურებისგან კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ.