უახლესი ციფრული კავშირგაბმულობები -კონფერენცია თბილისში

უახლესი ციფრული კავშირგაბმულობების საშუალებები, მათ მახასიათებლები და გამოყენების სფერო. ამ თემებზე ისაუბრეს “მოტოროლა სოლუშენსის” კონფერენციაზე, რომლიც დედაქალაქში გაიმართა.

სიახლეები კომპანიამ ყველა იმ სახელმწიფო სტრუქტურისა და კომერციული ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო, რომლებიც ოპერატიული კავშირგაბმულობებით ყოველდღიურ რეჟიმში სარგებლობენ. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის გაყიდვების დირექტორმა უდო იანკემ, რომელიც ამ მიმართულებას, ჯამში 26 ქვეყანაში კურირებს, მათ შორის საქართველოში.