ტყვიის შემცველობის მაჩვენებელი

ტყვიის შემცველობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი საღებავებშია. ამის შესახებ გაერო-ს ექსპერტი ხათუნა ახალაია საუბრობს. მისი თქმით, კვლევების თანახმად დასტურდება, რომ ტყვია განსაკუთრებით ნიადაგში, პარფიუმერიასა და კოსმეტიკაში ფიქსირდება. მისივე განცხადებით, განსაკუთრებული რისკის ქვეშ ბავშვები და ორსულები არიან.

აღნიშნულ საკითხზე „იუნისეფთან“ ერთად კვლევის ჩატარებას დაავადებათა კონტროლი გეგმავს, ცენტრი დაახლოებით 1500 ბავშვს გამოიკვლევს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლის თქმით, აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების გატარება.