ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი ადასტურებს, რომ „ჰამასმა“ ორი ტყვე გაათავისუფლა და ამჟამად ისინი ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან იმყოფებიან. ადამ დენიელ ჰაგარის ინფორმაციით, გათავისუფლებულები ამერიკის მოქალაქეები არიან. ორი ამერიკელი მძევლის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია „ჰამასმაც“ გაავრცელა და განაცხადა, რომ დედა და მისი ქალიშვილი „ჰუმანიტარული მიზეზების გამო“ გათავისუფლდნენ. ისრაელის მთავრობაში აცხადებენ, რომ „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ადამიანების გათავისუფლებისთვის მუშაობა გრძელდება.