ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი

პალესტინელი პატიმრები ისრაელმა საბოლოო შემოწმებისთვის ოფერის ციხეში გადაიყვანა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. დღეს ისრაელი და „ჰამასი“ ტყვეების გაცვლის მესამე ეტაპისთვის ემზადებიან. მხარეებს შორის სამშვიდობო ზავი სულ ოთხი დღე გაგრძელდება. ამ პერიოდში კი სულ 50 მძევალი უნდა გათავისუფლდეს, ისრაელის ციხეებს კი 150 პალესტინელი დატოვებს. ამასთან, ზავის პირობები ღაზის სექტორის საჰაერო სივრცეში ისრაელის ავიაციის ფრენების დღეში ექვსი საათით შეჩერებას ითვალისწინებს, რა დროსაც ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 200 ავტომობილი და საწვავის ოთხი სატვირთოს უნდა შევიდეს.