ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი
რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის მესამე ეტაპი შედგა. მხარეებმა ჯამში კიდევ 606 პატიმარი გაიცვალეს. ეს უკრაინასა და რუსეთს შორის 16 მაისს, სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების საბოლოო ეტაპი იყო, რომლის თანახმად, მხარეებმა სამი დღის განმავლობაში 1000-1000 პატიმარი გაათავისუფლეს. ორივე მხარეს გათავისუფლებულებს შორის არიან როგორც სამხედრო მოსამსახურეები, ასევე სამოქალაქო პირები. უკრაინის მიერ გათავისუფლებული სამხედროები ბელარუსის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.