ტყის სექტორის მხარდაჭერის პროექტი

ტყის სექტორის მხარდაჭერის პროექტის ECO.Georgia შესახებ გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კლიმატის მწვანე ფონდის, გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობების თანადაფინანსებით ახორციელებს.

პროექტის მიზანია ტყეების მდგრადი მართვის გზით ემისიების შემცირება, ენერგოეფექტიანი და ალტერნატიული საწვავის პოპულარიზაცია. პროექტის ერთ-ერთი მთავარი განმახორციელებელი ეროვნული სატყეო სააგენტოა. სააგენტოსა და დონორის ერთობლივი კონტრიბუციით, სამ სამიზნე რეგიონში – კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და გურიაში 15 საქმიანი ეზოს მშენებლობა დასრულდა; შეძენილია მაღალი გამავლობის ავტომანქანები და სპეცტექნიკა; ტყის მართვის გეგმების შესამუშავებლად გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.