ტყის მცველები სამეგრელოდან

#მოამბერეგიონები გაგაცნობთ ადამიანებს, რომლებიც სამეგრელო-ზემო სვანეთში ჩვენს ბუნებრივ სიმდიდრეს – ტყეს იცავენ და ცდილობენ ადამიანისა და ბუნების მეგობრობა კონკრეტულ საქმედ აქციონ. მეტყევეობა მხოლოდ პროფესია არ არის, ეს მისიაა. მათ ყველაზე უკეთ იციან, რას ითხოვს და რა სჭირდება ბუნებას. საქართველოს 45 % ტყით არის დაფარული, რომელსაც 480-მდე ტყის მცველი და 100-ზე მეტი მეტყევე იცავს. უცნობი გმირები დაუღალავი შრომით ცდილობენ გაუმკლავდნენ სირთულეებს და მომავალ თაობებს უნიკალური ბუნებრივი სიმდიდრე შეუნარჩუნონ.

ნატალია ბერულავასა და მურად ფარცვანიას რეპორტაჟი სამეგრელოდან #მოამბერეგიონები