ტყის მასივის გაწმენდითი სამუშაოები სოფელ დაბაში

სოფელ დაბაში, ხანძრით დაზიანებული ტყის მასივის გაწმენდითი სამუშაოები თითქმის დასრულებულია.

ტერიტორიაზე ნიადაგის აღდგენასთან დაკავშირებული ღონისძიებებიც განხორციელდა. ოქტომბრისთვის დასაწყისში კი დარგვის სამუშაოები უნდა დაიწყოს.

პირველ ეტაპზე 250 ჰექტარის აღდგენა არის გათვალისწინებული. დაირგვება 400 ათასამდე წიწვოვანი ნერგი. პროცესს მონიტორინგს მეტყევე-სპეციალისტები გაუწევენ.