ტყის ხანძრები სერბეთში
სერბეთმა ტყის ხანძართან გასამკლავებლად დახმარება როგორც ევროკავშირს, ისე რუსეთს სთხოვა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის უფროსმა, ლუკა ჩაუშიჩმა განაცხადა, რომ სერბეთმა ევროკავშირის დახმარების სისტემას, სახანძრო თვითმფრინავები და სპეციალიზებული ტექნიკა სთხოვა. სერბეთი ევროკავშირის წევრი არ არის, თუმცა ბლოკის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ფარგლებში, საგანგებო დახმარებაზე წვდომა აქვს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, მიმდინარე კვირის დასაწყისში რუსეთმა სერბეთს ხანძართან საბრძოლველად თვითმფრინავი გაუგზავნა. სერბული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი ვლადიმერ პუტინის ბრძანებით მას შემდეგ გაიგზავნა, რაც სერბეთმა დახმარება ითხოვა.