ტყის ხანძრები ევროპის ქვეყნებში
ევროპის ნაწილი ტყის ხანძრებმა მოიცვა.
ანომალიურად მაღალი ტემპერატურით გამოწვეულ ხანძრებს კონტინენტის სამხრეთ ნაწილში ებრძვიან. განსაკუთრებით რთული ვითარება საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიასა და საბერძნეთშია. ცეცხლმა ათასობით ჰექტარი გაანადგურა, არის მსხვერპლიც. ხანძრის კერების ახლოს მდებარე დასახლებიდან მოსახლეობა უკვე გაიყვანეს, განხორციელდა ტურისტების ევაკუაციაც. ცეცხლის ქრობის პროცესში ათასობით მეხანძრე მაშველი და სპეცტექნიკაა ჩართული, თუმცა სამაშველო ოპერაციას ძლიერი ქარი ართულებს. რეკორდულად მაღალი ტემპერატურის ფონზე არსებობს ხანძრის ახალი კერების გაჩენის რისკიც.