ტყის ხანძრები ევროპაში
საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე ტყის ხანძრების გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ევაკუირებული მოსახლეობის ნაწილი დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს. რეგიონში ასობით მეხანძრეა მობილიზებული. ცეცხლის ჩაქრობისას ორი მეხანძრე დაიღუპა. კუნძულ კრეტაზე ხანძარი ოთხშაბათს გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლები და სასოფლო-სამეურნეო მიწები დაზიანდა. ამ დროისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოქმედი ხანძარია საბერძნეთში, რომლის კონტროლი ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ამასთან, პორტუგალიის საზღვართან ახლოს, ტყის ხანძრების გამო 1000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. პორტუგალიაში, ქალაქ ვალპასოშთან გაჩენილი ხანძრის შედეგად კი ხუთი ადამიანი დაშავდა. ტყის ხანძარს ებრძვიან თურქეთშიც.