ტყის ხანძარი ლოს-ანჯელესში

12:29, 10.01.2025

ლოს ანჯელესში ტყის მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი ოფიციალური პირები ავრცელებენ. სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ინფორმაციით, გარდაცვლილთა იდენტიფიცირების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ოლქის შერიფის განცხადებით, ბევრ მძიმედ დაზარალებულ ტერიტორიაზე მისვლა ჯერ კიდევ არ არის უსაფრთხო, შესაბამისად ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზრდება. ხანძარი მიმდინარე კვირაში გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო დიდ ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა. ლოს ანჯელესის პოლიციაში აცხადებენ, რომ დაკავებულია მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია ქალაქის ერთ-ერთ რაიონში ცეცხლის დანთებაში.

მსგავსი