ტყის ხანძარი ესპანეთში – მოსახლეობის ევაკუაცია 16 სოფლიდან
ესპანეთში ტყის ხანძარმა 10 ათას ჰექტრამდე ტერიტორია გაანადგურა, რის გამოც 16 სოფლის ევაკუაცია გახდა საჭირო. „ევრონიუსის“ ცნობით, ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთსა და ცენტრალურ ნაწილში ორი მასშტაბური ტყის ხანძარი კვლავ აქტიურია. საგანგებო სამსახურების ძირითადი ძალები გვადალახარასა და სარაგოსას პროვინციებში ხანძრების ჩაქრობაზეა მობილიზებული. ორივე ხანძარი წელს ქვეყანაში ყველაზე მასშტაბურებს შორისაა. მედიის ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან ესპანეთში ტყის ხანძრებმა უკვე დაახლოებით 50 ათასი ჰექტარი ტყისა და სასოფლო-სამეურნეო მიწა გაანადგურა.