ტყის აღდგენის პროექტი
წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბანზე ტყის აღდგენის პროექტი მიმდინარეობს. სოფელ ახალშენის მიმდებარედ, 12 ჰექტარ ფართობზე, წარსულში ინტენსიური ჭრა მიმდინარეობდა და ტერიტორია საძოვრად გამოიყენებოდა. ამ დროისთვის 24 250 კავკასიური ფიჭვის ნერგი უკვე დაირგო. ამ ეტაპზე, წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბანზე, ტყის აღდგენის ღონისძიებები ჯამში 118 ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობს. ეროვნული სატყეო სააგენტო 2026 წლის ბოლომდე ტყის აღდგენის ღონისძიებებს ქვეყნის 9 რეგიონში, 2 600 ჰექტრამდე ფართობზე განახორციელებს.