ტყის აღდგენის ღონისძიებები იმერეთის რეგიონში

12:25, 10.08.2026

ეროვნული სატყეო სააგენტო იმერეთის რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებებს აგრძელებს. სოფელ აჯამეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის აღდგენის პროექტი დამატებით 94 ჰექტარამდე ფართობზე განხორციელდება, რაც ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებებსაც მოიცავს. მიმდებარე ტერიტორია და „ქუთაისის მუხნარი“, სადაც „წითელი ნუსხით“ დაცული იმერული მუხისა და ძელქვას სახეობები გვხვდება, ათწლეულების განმავლობაში უკანონო ჭრებისა და დაბინძურების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა. სანიტარიული ჭრების პარალელურად, განხორციელდა როგორც ტყის ხელოვნური გაშენება, ისე ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები.

მსგავსი