ტყის აღდგენა-გაშენების პროექტი

18:30, 04.08.2026

გურიის რეგიონში, ტყის აღდგენა-გაშენების მიმდინარე და დასრულებული პროექტები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ამ ეტაპზე, გურიაში ტყის აღდგენის პროცესი, ჯამში, 702 ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობს. გასულ წლებში რეგიონში სხვადასხვა სახეობის 15 000-მდე ნერგი დაირგო, მათ შორის საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობები. საქართველოს 2036 წლამდე, სამიზნედ, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 52 000 ჰექტარი ტყის აღდგენა აქვს განსაზღვრული. ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებები 7 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე განხორციელდა.

მსგავსი