ტყიბულში მეშახტეების აქცია შეწყდა

შეთანხმება მიღწეულია, ტყიბულში მეშახტეების აქცია შეწყდა. აქციის მონაწილეები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დაპირების შემდეგ დაიშალნენ. გიორგი ქობულიას განცხადებით, მეშახტეები თავიანთ საქმიანობს დეკემბრის თვეში მას შემდეგ დაუბრუნდებიან, რაც სპეციალური ჯგუფი შახტებში უსაფრთხოების პირობების შესწავლას დაასრულებს. იქამდე კი, მინისტრის განცხადებით, მეშახტეები კუთვნილ ხელფასებს აიღებენ.

შეგახსენებთ, რომ აქცია ტყიბულში გუშინ შახტებში დაბრუნების და მადნეულის მოპოვების განახლების მოთხოვნით დაიწყო. პროცესი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 16 ივლისის ტრაგედიის შემდეგ შეწყდა, როდესაც მინდელის შახტში მომხდარ უბედურ შემთხვევას 4 მეშახტის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 კი მძიმედ დაშავდა.